სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკრაინის სამარცხვინო ლაქაა - იგორ კოლომოისკი

საქართველო, თბილისი - 13:52 | 27.07.2017
ნანახია: 1033

უკრაინელი ოლიგარქი, „პრივატბანკის“ ყოფილი თანამფლობელი იგრო კოლომოისკი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკრაინის რეპუტაციის სამარცხვინო ლაქაა.

გუშინ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

 „სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა - ჩვენი სახელმწიფოსთვის სამარცხვინო ლაქაა. უფრო სამარცხვინოა ის, რომ ევროპისკენ სწრაფვის მიუხედავად, ეს საბჭოთა საუკეთესო ტრადიციებით განხორციელდა. მხოლოდ ისტორია შეაფასებს, უკრაინისთვის ის დადებითი გმირია თუ არა.

პირადად შემიძლია ვთქვა მხოლოდ ის, რომ როგორც არ უნდა იყოს, ის ცუდად არ იქნება. და არ არის აუცილებელი რა მოტივებით ხელმძღვანელობდა ის, როდესაც ჩვენს მიძინებულ სამეფოს აფხიზლებდა“, - განაცხადა კოლომოისკიმ მედიასთან კომენტირებისას.

ბიზნესმენმა განაცხადა, რომ თუ მას ოდესმე მოქალაქეობას ჩამოართმევენ, მისთვის პატივი იქნება სააკაშვილის გვერდით ყოფნა.

 „თუ მე ოდესმე მოქალაქეობას ჩამომართმევენ, მის კომპანიაში ყოფნა ჩემთვის დიდი პატივი იქნება. ისევე, როგორც საბჭოთა ხელისუფლების დროს, მათთვის, ვისაც მოქალაქეობას ართმევდნენ, საპატიო იყო სოლჟენიცინის, ბროდსკის, აქსიონოვის, როსტროპოვიჩისა და ვიშნევსკის კომპანიაში აღმოჩენა“, - აღნიშნა კოლომოისკიმ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე