„რუსთავი 2"-ში გაჩენილმა ხანძარმა სტუდიური დეკორაციებისა და კომუნიკაციების ნაწილი დააზიანა

საქართველო, თბილისი - 12:23 | 27.07.2017
ნანახია: 1201

„რუსთავი 2"-ში ღამით გაჩენილმა ძლიერმა ცეცხლმა სტუდიური დეკორაციებისა და კომუნიკაციების ნაწილი დააზიანა. შენობაში კვამლის სუნი ამ დრომდე იგრძნობა.

ხანძარი ტელევიზიის მთავარი სტუდიების დამაკავშირებელ ტერიტორიაზე გაჩნდა.

„დაზიანებული არის აპარატურის ერთი ნაწილი, დეკორაციების ერთი ნაწილი, რომელიც ინახებოდა აქ, ასევე, სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებისათვისსპეციალიზირებული განათება, რომელიც, ასევე, იყო აქ,“ - აცხადებს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორენაწილითაა დაწყებული, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.

ხანძარი რუსთავი 2-ში-ის სურათის შედეგი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე