გამოკითხულთა 21% „ნაციონალურ მოძრაობას“ არასოდეს მისცემდა ხმას, 14% „ქართულ ოცნებას“ - NDI

საქართველო, თბილისი - 11:51 | 27.07.2017
ნანახია: 1054

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხავზე, რომელ პარტიას/ბლოკს არასოდეს მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 21% აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“.

გამოკითხულთა 14% „ქართულ ოცნებას“ არ მისცემდა ხმას, „პატრიოტთა ალიანსს“ 5%, „ლეიბორისტულ პარტიას“ 4%, „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“ 2%.

გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ არ არსებობს ასეთი პარტია, კითხვაზე პასუხი არ აქვს 18%-ს და პასუხზე უარი განაცხადა 7%-მა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე