გამოკითხულთა 34% „რუსთავი 2“-ს ენდობა, 32% ,,იმედს“ - NDI

საქართველო, თბილისი - 11:43 | 27.07.2017
ნანახია: 1013

„რუსთავი 2-ს“ აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის მონაწილეთა 34%, პოლიტიკასა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, სანდო ინფორმაციის მისაღებად ენდობა, რაც სხვა არხებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

NDI-ის კვლევის მიხედვით, სანდოობით, მეორე ადგილზე „იმედია“ და მას გამოკითხულთა 32% ასახელებს.

ასევე 16% ამბობს, რომ არცერთ არხს არ ენდობა. 

კვლევაში მეოთხე ადგილზე „პირველი არხი“ 3%-ით გავიდა. 2% მიიღო „ობიექტივმა“, ხოლო „პალიტრა TV“-მ, „მაესტრომ“, „TV პირველმა“, რუსეთის პირველმა არხმა და „GDS“-მა თითო-თითო პროცენტი მიიღეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე