მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ აფგან მუხტარლის საქმე საქართველოს რეპუტაციაზე უარყოფით გავლენას მოახდენს - NDI

საქართველო, თბილისი - 11:38 | 27.07.2017
ნანახია: 914

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან და ამჟამად აზერბაიჯანის ციხეში იმყოფება, იცოდით თუ არა ამის შესახებ, გამოკითხულთა 72% ამბობს, რომ ინფორმაციას ფლობს. 26% აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. კითხვაზე პასუხი არ აქვს 2%.

კითხვაზე, თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს აფგან მუხტარლის საქმე საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლებაში რეგიონის ლიდერის რეპუტაციაზე 56% მიიჩნევს, რომ უარყოფით გავლენას მოახდენს. 26%-მა არ იცის რა გავლენას მოახდენს, 15% მიიჩნევს, რომ არანაირ გავლენას არ მოახდენს. 2% მიიჩნევს, რომ დადებით გავლენას მოახდენს.

კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/- 2,2 %-ია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე