კალაძე 30%, ელისაშვილი 19%, უდუმაშვილი 18%, ხოშტარია 5% - NDI

საქართველო, თბილისი - 11:24 | 27.07.2017
ნანახია: 967

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 30% კახა კალაძეს დაუჭერდა მხარს, 19% დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, 18% - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ზაალ უდუმაშილს, 5% - “ევროპული საქართველოს” კანდიდატს ელენე ხოშტარიას, ხოლო 3% - “ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატს.

კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/- 2,2 %-ია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე