პრინცესა დიანას ცხედრის მოპარვა ოთხჯერ სცადეს - ერლ სპენსერი

საქართველო, თბილისი - 11:01 | 27.07.2017
ნანახია: 1201

პრინცესა დიანას ცხედრის მოპარვა ოთხჯერ სცადეს. ამის შესახებ მისმა ძმამ გრაფმა ერლ სპენსერმა ВВС-სთან ინტერვიუში განაცახდა.

 „ბოლო 20 წლის განმავლობაში მისი ცხედრის მოპარვა ოთხჯერ სცადეს. მიხარია, რომ ს ბოლოსდაბოლოს დასრულდა. არსებობენ უცნაური ადამიანები... ყველაზე უსაფრთხოა მისი ნეშტი განისვენებდეს აქ (ელტორპეში)“, - განაცხადა სპენსერმა. მას არშემდგარი გამტაცებლების მოტივებზე არ უსაუბრია.

მისი თქმით, ბუნებრივია სპენსერების საგვარეულო მამულში ელტორპეში დიანას დაკრძალვა.

მანამდე გავრცელდა ხმები, რომ პრინცესას ცხედარი ჩუმად გადაასვენეს საფლავიდან  ელტორპეს წმინდა მარიას ეკლესიაში ან მამულის პარკის ტერიტორიაზე.

დიანა ფრენსის სპენსერი 1961 წელს დაიბადა. 20 წლის ასაკში ის ცოლად გაყვა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს პრინც ჩარლზს და მასთან ორი ვაჟი უილიამი და ჰარი შეეძინა. თუმცა მათი ქორწინება ბედნიერი არ ყოფილა. 1996 წელს ცოლ-ქმარი ერთმანეთს გაშორდა.  

დიანა 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპა მისი შეყვარებული დოდი ალ-ფაიედიც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე