145 შვილის მამა მრავალცოლიანობისთვის დამნაშავედ ცნეს

საქართველო, თბილისი - 15:38 | 26.07.2017
ნანახია: 1045

კანადის ბრიტანული კოლუმბიის პროვინციის უმაღლესმა სასამართლომ 61 წლის უინსტონ ბლეკმორი და მის ყოფილი სიძე ჯეიმს ოლერი მრავალცოლიანობისთვის დამნაშავეებად ცნო.

1990-2014 ბლეკმორი 24 ქალზე დაქორწინდა და 145 შვილი შეეძინა. მის 53 წლის სიძეს ხუთი ცოლი ჰყავს. ორივეს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ ორივე წარსულში ერთ-ერთი ეკლესიის ეპისკოპოსები იყვნენ.

ოლერი და ბლეკმორი ცხოვრობენ ბაუნტიფულის თემის დასახლებაში, რომელიც 1946 წელს დაფუძნდა და პოლიგამიის 1500 მხარდამჭერს აერთიანებს. ისინი თავად მოიპოვებენ საკვებს, კომუნის ეკონომიკა ნატურალურ გაცვლა-გამოცვლის პრინციპს ეფუძნება.

ბლეკმორი არ უარყოფს იმას, რომ ბევრი ცოლი ჰყავს და ყველა მისი ქორწინება ღმერთის მიერაა კურთხეული.

ბლეკმორის ადვოკატმა განაცხადა, რომ თუ მის კლიენტს დამნაშავედ აღიარებენ, ის მრავალცოლიანობის  აკრძალვის ნორმებს გააპროტესტებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე