ოთარ კახიძეს 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და ერთი თვის ვადით იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა

საქართველო, თბილისი - 15:09 | 26.07.2017
ნანახია: 1057

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ევროპული საქართველოს წევრ ოთარ კახიძეს 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და ერთი თვის ვადით იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა.

დეპუტატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გეგმავს.

"სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ჩემი შეფასებით ასევე სამართლიანი. როგორც კი გადმომცემენ დადგენილებას, დავემორჩილები მას", - განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს „ევროპული საქართველოს მიერ ორგანიზებულ აქციაზე ოთარ კახიძე ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა, რითაც მან  „მანიფესტაციის შესახებ კანონი“ დაარღვია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე