პორტუგალიაში ხანძარს ებრძვიან

საქართველო, თბილისი - 14:54 | 26.07.2017
ნანახია: 886

პორტუგალიაში ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 1700 -მდე მეხანძრე მონაწილეობს.

ხანძარს 17 სახანძრო თვითმფრინავით აქრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, სამაშველო სამსახურებმა კონტროლი ტყის 20 ხანძარზე დაამყარეს.

ყველაზე ძლიერი ხანძარი მძვინვარებს ლისაბონის ჩრდილოეთით 200 კმ-ში მდებარე ქალაქ მაკაოს გარშემო. ქალქის მერმა ანტონიუ ლორუმ განაცხადა, რომ ადგილობრივ ფერმერებს კატასტროფული ზიანი მიადგათ.

მედიის ცნობით, პორტუგალიის 70 პროცენტი ძლიერმა გვალვამ მოიცვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე