სამუშაოები უნდა შეესრულებინათ არა ხელით და კუსტარული იარაღებით, არამედ შესაბამისი ინსტრუმენტებით - ელზა ჯგერენაია

საქართველო, თბილისი - 14:12 | 26.07.2017
ნანახია: 1037

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა დადასაქმების სამსახურის ხელმძღვანელის, ელზა ჯგერენაიას განცხადებით, დიდუბეში, იტალიურ ეზოში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა პირველადი მოკვლევით, გამოიკვეთა დარღვევები.

მისივე თქიმთ, ეს სამუშაოები უნდა შეესრულებინათ არა ხელით და კუსტარული იარაღებით.

„ამ სამუშაოებს არეგულირებს ტექნიკური რეგლამენტი, სადაც კონკრეტული სტანდარტია დარღვეული ,რომელიც ეხება სადემონტაჟო სამუშაოების შესასრულებას. ეს სამუშაოები უნდა შეესრულებინათ არა ხელით და კუსტარული იარაღებით, არამედ შესაბამისი ინსტრუმენტებით, რომელიც ამ დასანგრევი ობიექტის სიმაღლის პროპორციული მანძილითიქნებოდა დაშორებული. ეს ნორმები პირველი მოკვლევით ჩანს რომ დარღვეულია, ამიტომაც მოყვნენ დასაქმებულები ამ მდგომარეობაში. რაც შეეხება ნებართვას, ამას შესაბამისი სამსახური დაადგს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ასევე საგამოძიებო უწყებასთან და გამოძიების შედეგად გამოიკვეთება რა ხდება“, - განაცხადა ჯგერენაიამ.

შეგახსენებთ, რომ დიდუბეშიშენობის დემონტაჟისას ერთი მუშა გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა. 

შემთხვევა იტალიურ ეზოში ავარიული კორპუსის კედელი ჩამოიშლის შემდეგ მოხდა.

დაშავებულთაგან ორი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, ერთ-მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე