სექსუალურმა ჯენიფერ ლოპესმა თავის 48-ე დაბადების დღეზე თაყვანისმცემლები კიდევ ერთხელ მოხიბლა (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 13:53 | 26.07.2017
ნანახია: 1275

მომღერალსა და მსახიობს ჯენიფერ ლოპესს ორი დღის წინ 48 წელი შეუსრულდა, თუმცა ამ მოვლენისადმი მიძღვნილი წვეულება რამდენიმე დღით ადრე გაიმართა.

მომღერალთან ერთად დაბადების დღე მისმა შეყვარებულმა ბეისბოლისტმა ალექს როდრიგეზმაც აღნიშნა, რომელესაც დღეს 42 წელი უსრულდება.

როდრიგეზმა ჯენიფერისთვის საღამო მაიამიში გამართა, რომელზეც მომღერლის მეგობრები მიიწვია. ამ დღისთვის ლოპესმა Bao Tranchi-ის ნახევრადგამჭვირვალე, ვიწრო, შავი მოკლე კაბა შეარჩია. მისმა არჩევანმა სტუმრები მოხიბლა.

თავის სექსუალურ გარეგნობას მსახიობმა შავი ღია ფეხსაცმელი და ოქროს საყურეები დაუმატა.

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე