აშშ-ის კონგრესმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი ერთხმად დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 26.07.2017
ნანახია: 925

აშშ-ის წარმომადგენლობითი კონგრესის პალატამ ერთხმად მხარი დაუჭირა სანქციებს რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინაარღმდეგ. დოკუმენტს სამის წინააღმდეგ ხმა  419-მა კონგრესმენმა მისცა.

უახლოეს ხანებში კანონპროექტი სენატში დასამატკიცებლად შევა, რის შემდეგაც მას ხელს პრეზიდენტი მოაწერს.

კანონის თანახმად, ტრამპს უფლება აქვს კანონპროექტს ვეტო დაადოს, თუმცა წარმომადგენლობითი პალატა ხმათა უმრავლესობით მის დაძლევას შეძლებს.

თეთრმა სახლმა უკვე მიანიშნა, რომ  მხარს უჭერს დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილების სერიოზულ შეზღუდვას.

კერძოდ, კანონპროექტი მოიცავს პუნქტს, რომელიც სახელმწიფოს მეთაურს ავალდებულებს წინასწარ კანონმდებლებთან შეათანხმოს  ნებისმიერი სანქციების შერბილება ან გაუქმება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე