განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 14:11 | 24.07.2017
ნანახია: 988

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დ.ქ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დამნაშავედ ცნო, ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, სამტრედიაში დ.ქ.-ს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა თ.გ.-სთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით თ.გ.-ს დანით გულმკერდის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დროული სამედიცინო დახმარების შედეგად თ.გ.-ს გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა დ.ქ. 2017 წლის 11 იანვარს სამტრედიაში, პოლიციის შენობაში გამოცხადების შემდეგ დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დ.ქ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედდა ზომად რვა წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე