ნინო გვენეტაძეს თამაზ ურთმელიძესთან, განჩინების შინაარსთან დაკავშირებით, შეკითხვა არ აქვს

საქართველო, თბილისი - 12:36 | 09.11.2015
ნანახია: 1704

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს, მოსამართლე თამაზ ურთმელიძესთან, განჩინების შინაარსთან დაკავშირებით, შეკითხვას არ აქვს.

იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გვენეტაძემ განაცხადა, რომ მას მოსამართლესთან ორი შეკითხვა ჰქონდა. კერძოდ, ხორციელდება თუ არა მასზე ზეწოლა რუსთავი 2-ის საქმეზე და თუ რატომ არ გამოაქვეყნა საქალაქო სასამართლომ განცხადება ურთმელიძის განჩინებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ლევან მურუსიძეს, მისი თქმით, გაუგებარია, თუ რა ფორმატით მოხდა მოსამართლის დაბარება.
სხდომაზე მოსამართლეთა ერთობის თავმჯდომარემ, მაია ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საბჭო ერთსულოვანია იმაში, რომ მოსამართლე არის დაუცველი.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე არ გამოცხადდა. მისი განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლის წარდგენა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვაზე პასუხის გაცემა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ დატოვებს კონკრეტულ საქმეზე მოსამართლის მიერ ანგარიშის ჩაბარების შთაბეჭდილებას, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს სასამართლოს ავტორიტეტს. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე