25 ივლისს Elite Model Look Georgia 2017”-ის წინაშესარჩევი გასაუბრება გაიმართება

საქართველო, თბილისი - 14:06 | 24.07.2017
ნანახია: 1442

25 ივლისს გაიმართება “Elite Model Look Georgia 2017”-ის წინაშესარჩევი გასაუბრება, სადაც 17 გოგონა და 13 ვაჟი კონკურსანტი წარსდგებიან ჟიურის თავმჯდომარის ჯენიფერ მეის და ია კიწმარიშვილის წინაშე.
დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება 26 ივლისს ბაბილო მიუზიკ ჰოლში, ტელეკომპანია იმედის პირდაპირი ჩართვის მეშვეობით, სადაც გამარჯვებულებს გამოავლენს თავად ელიტის წარმომადგენელი პარიზიდან, რომელიც ამ მისიით ყოველწლიურად ჩამოდის საქართთველოში.

წელს “Elite Model Look Georgia 2017”-ის გამარჯვებულები გაემგზავრებიან იტალიის ქალაქ მილანში საერთაშორისო კონკურსის Elite Model Look მსოფლიო ფინალზე, რომელიც გაიმართება 26 ნოემბერს.
როგორც ცნობილია, Elite Model Look -ი გახლავთ N1 პროფესიული სამოდელო კონკურსი მსოფლიოში.
“Elite Model Look Georgia” უკვე მეთერთმეტედ, წარმატებით ტარდება საქართველოში კომპანია ელიტის ოფიციალური წარმომადგენელის, სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის მიერ და მიზნად ისახავს გოგონებსა და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.
“Elite Model Look Georgia” გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა გახდეთ მსოფლიო მოვლენის მონაწილე და დაიკავოთ საპატიო ადგილი მსოფლიოში აღიარებულ ისეთ ტოპ მოდელთა შორის, როგორებიც არიან: ლინდა ევენჯელისტა, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ჟიზელ ბუნდჰენი, ნაომი კემპბელი, ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა და სხვები.

“Elite Model Look”-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ წარმატებული საერთაშორისო სამოდელო კარიერა. ყოვლწლიურად 70 ქვეყნის 800 ქალაქიდან კონკურსში 350 000 გოგონა იღებს მონაწილეობას. მსოფლიო ფინალიზე გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი საერთაშორისო სააგენტო “Elite Model Management”-თან და 730 000 ევროს საპრიზო ფონდი.

წინა წლების Elite Model Look Georgia 2007-2016-ს გამარჯვებულები არიან: 
თამარ შედანია, ანნა კოვაჩი, მარიტა ჯანაშია, სოფო შერგელაშვილი, ნონიკო კახაძე, ლიკა მეტრეველი, ანასტასია იგონინა, მიშა ტკაჩენკო, ქეთი ლომაძე, გაბრიელ გუგულაშვილი, თათია ახალაია და ლუკა ჯაჯვანი, ბეატრის კლიმენკო და დანიილ ზოლოტარიოვი, რომლებიც უკვე წარმატებით მოღვაწეობენ როგორც საქართველოში, აგრეთვე საერთაშორისო ასპარეზე




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე