სოფელ ვეჯინის გამგებელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 10:23 | 24.07.2017
ნანახია: 1159

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის გამგებელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

კუკური ჯამატაშვილს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. 

გავრცელებული ინფორმაციით, გამგებელს თავდამსხმელი საკუთარი სახლის ეზოსთან გაუსწორდა. ერთ-ერთი ვერსიით, ინციდენტი სადაო მიწის ნაკვეთს უკავშირდება.

ადგილობრივების თქმით, ეჭვმიტანილი პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე