მამა სერაფიმემ საქართველო დატოვა - ,,არ მესმის ქილიკი და დაცინვა, გული დამწყდა'' (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:24 | 23.07.2017
ნანახია: 1573

მამა სერაფიმემ საქართველო დროებით დატოვა,- ამის შესახებ იმ ვიდეო-მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც სქემარქიმანდრიტი თავად ავრცელებს. 

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც უცნობმა (გია გაჩეჩილაძემ) ეკლესიაში ლექსი წაიკითხა, მას წირვა არ ჩაუტარებია.

,,მთელი გულით და სიყვარულით ყველას მოგმართავთ. მინდა ყველას შენდობა გთხოვოთ, ვისაც დაგაბრკოლებთ. მინდა ყველას დროებით დაგემშვიდობოთ. გუშინ ავიღე ლოცვა-კურთხევა უწმინდესისგან და მინდა ცოტა ხნით გავერიდო ამ ყველაფერს. მინდა დავფიქრდე ძალიან ბევრ რამეზე და შემდგომ მივიღო გადაწყვეტილება, ამის დრო უკვე მოვიდა. არ მესმის ქილიკი და დაცინვა, გული დამწყდა როცა სასულიერო პირების კომენტარები წავიკითხე. შეეძლოთ მათ დაეფიქსირებინათ პოზიცია, თუმცა დაცინვაზე გული დამწყდა. თუ რამე დავაშავე მომმართე სიყვარულით და გამოვასწორებ, რისთვის არის ქილიკი და დაცინვა არ მესმის", - აღნიშნა მამა სერაფიმემ.

როგორც მამა სერაფიმემ აღნიშნა, საქართველოში სავარაუდოდ, მარიამობის მარხვაში დაბრუნდება და ,,სავარაუდოდ იმ დროს ყველაფერი გადაწყდება''.   






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე