მარშის ორგანიზატორებს ვადანაშაულებ რუსეთის პროპაგანდის გატარებაში - მარიშკა ჯავახაძე

საქართველო, თბილისი - 14:55 | 23.07.2017
ნანახია: 3124

,,ჩემი ცოლის დაქალების'' ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი, მსახიობი მარიშკა ჯავახაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მარიშკა ჯავახაძე:

,,ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტე, რომ პასუხი გავცე იმ აგრესიის ტალღას, რომელიც ჩემს მიმართ წამოვიდა
1. ფაშიზმი არის ნაციონალიზმის ექსტრიმალური გამოხატულება და ვინც მხოლოდ ჰიტლერთან ან ჰოლოკოსტთან აიგივებთ ფაშიზმს, უბრალოდ არასაკმარის ინფორმაციას
ფლობთ.
2. მე არ მიწოდებია, მარშის მონაწილეებისთვის რუსეთის აგენტები, მე მარშის ორგანიზატორებს ვადანაშაულებ რუსეთის პროპაგანდის გატარებაში. (დეტალებისთვის მოიძიეთ ინფორმაცია ,,რუსულ მარშზე'')
3. ყოველთვის დავუდგები ადამიანს გვერდში, რომელიც იქნება ძალადობის მსხვერპლი
4. და ბოლოს იმ ქართველ ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებიც თავს ჩემი შეურაცხყოფით ირთობთ, გისურვებთ რომ მოგეცეთ საშუალება, ეს ენერგია უფრო სასიამოვნოდ და სასრგებლოდ დაგეხარჯოთ''.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე