1 დაღუპული, 2 დაშავებული - ავარია ქვემო ფონიჭალაში

საქართველო, თბილისი - 11:05 | 22.07.2017
ნანახია: 1275

ავტოსაგზაო შემთხვევა ქვემო ფონიჭალაში. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს სამი - ოპელის, მერსედესისა და ჰონდას მარკის ავტომობილები შეეჯახა. 

ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც ოპელის მარკის ავტომობილს მართავდა. ორი დაშავებული კი, თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

გამოძიება ,,სისხლის სამართლის კოდექსის'' 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცლის მოსპობა გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე