„ზაფხულის დღესასწაული" - ქეთი მელუას ისტორიული კონცერტი Black Sea Arena-ზე

საქართველო, თბილისი - 11:20 | 22.07.2017
ნანახია: 1428

„ზაფხულის დღესასწაული" - ასე ეწოდება შოუს, რომლითაც მომღერალი ქეთი მელუა, ხვალ Black Sea Arena-ზე მაყურებლის წინაშე წარდგება.

მომღერალი საქართველოში ბენდთან ერთად ჩმოვიდა. ქეთი მელუა 21 სიმღერას შეასრულებს. მომღერლის თქმით, ქართულ სიმღერებთან დაკავშირებით, ექნება სიურპრიზებიც.

კონცერტის დეტალებზე მომღერალმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ბათუმში ცხოვრების წლებიც გაიხსენა.

„მე ამ კონცერტს ისტორიულს ვეძახი უკვე. ძალიან მიხარია ბათუმში დაბრუნება. ყოველ ზაფხულს აქ ვიყავი, დილით და საღამოთი ზღვაზე. აჭარულ ხაჭაპურზე ვგიჟდებოდი. არ მჯერა, ათი წლის წინ ვიყავი ბათუმში კონცერტზე და ისევ ვარ ჩემს ქალაქში“, - ამბობს ქეთი მელუა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე