83 წლის ჯორჯო არმანი ესპანეთში თავის „ბოიფრენდთან“ ერთად ისვენებს

საქართველო, თბილისი - 15:37 | 21.07.2017
ნანახია: 11065

ლეგენდარული დიზაინერი 83 წლის ჯორჯო არმანი ესპანეთის კუნძულ ფორმენტერზე თავის ბოიფრენდთან  ჯანოსთან ერთად ისვენებს.

წყვილის ურთიერთობა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. პირველად ახალგაზრდა მამაკაცი არმანისთან ერთად ჯერ კიდევ 2011 წელს შენიშნეს. ისინი მაშინაც ფორმენტერზე ისვენებდნენ.

ამ ჯერზე კუტურიემ გადაწყვიტა დასასვენებლად კიდევ რამდენიმე მეგობარიც წაეყვანა. პაპარაცებმა რამდენიმე ფოტოსურათია გადაღება შეძლეს, სადაც ჩანს თუ როგორ ისვენებს არმანი ერთ-ერთ ადგილობრივ სანაპიროზე.

უნდა აღინიშოს, რომ ცნობილი დიზაინერი და ამავე ბრენდის Giorgio Armani-ის დამფუძნებელი არასდროს მალავდა თავის არატრადიციულ ორიენტციას.

კუტიურეს პირადი ცხოვრება დიდი ხნის განმავლობაში არ ლაგდებოდა. დიზაინერს არ ჰყავს შვილები. მისი ერთადერთი ნათესავია მისი ძმისშვილი რობერტა არმანი, რომელიც კომპანიაში  VIP-კლიენტებს ემსახურება.

დიდი ხნის განმავლობაში ჯორჯო შეყვარებული იყო თავის მეგობარსა და პარტნიორზე სერჯიო გალეოთიზე.

ისინი ერთად 20 წლის განმავლობაში იყვნენ. სწორედ ამიტომ საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ 1985 წელს არმანი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა და თავისი სამუშაოს მიტოვებაზეც კი დაფიქრდა. დღეს კი დიზაინერს ახალი ბოიფრენდი ჰყავს და თავს ბედნიერად გრძნობს.

 

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე