მამა გიორგი არის უსამართლო პატიმარი - მეუფე პეტრე

საქართველო, თბილისი - 13:46 | 21.07.2017
ნანახია: 1052

„მე ვერ წარმომიდგენია სასულიერო პირი, რომლის გონებაში დაიბადა აზრი ვიღაცის ლიკვიდაციის”, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ საქალაქო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მამა გიორგი არის უსამართლო პატიმარი.

„ერთი საინტერესო ადამიანი, რომელსაც საპატიმროში ვნახულობდი და მოვიკითხავდი, ბიზნესმენი, რომელიც რაღაც ცრუ ბრალდებით იყო, ამბობდა, რომ რა თქმა უნდა, მეუფე, არ ვარ მე უდანაშაულო, უცოდველი, როგორც თითოეული ჩვენთაგანი, მაგრამ ვარ უსამართლო პატიმარი. აი, მამა გიორგიც მიმაჩნია, არის უსამართლო პატიმარი და სრულიად უცოდველი და უდანაშაულო არავინ არ ვართ, მათ შორის, არ არის მამა გიორგი. მე ვერ წარმომიდგენია სასულიერო პირი, რომლის გონებაში დაიბადა აზრი ვიღაცის ლიკვიდაციის. ეს არის ყოვლად შეუძლებელი, გამორიცხული, აბსურდი.

ბოლო სიტყვას ამბობს უფალი და ეს სიტყვა იქნება წარმოთქმული სამსჯავროს დროს“, - აცხადებს მეუფე პეტრე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე