ე. წ. ციანიდის საქმეზე მეუფე პეტრე დღეს დაიკითხება

საქართველო, თბილისი - 10:17 | 21.07.2017
ნანახია: 1193

ე. წ. ციანიდის საქმეზე დღეს, მეუფე პეტრე დაიკითხება.  დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული. მეუფე პეტრე საქმეზე, ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით დაიკითხება. მეუფე სახელმწიფო ბრალდების მიერ დასაკითხ მოწმეთა სიაში ბოლო სასულიერო პირია, რომელსაც სასამართლოსთვის ჩვენება ჯერ არ მიუცია. 

ე.წ. ციანიდის საქმეზე უკვე დაიკითხნენ დაზარალებული, პატრიარქის მდივან-რეფერეტი შორენა თეთრუაშვილი და მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, მათ შორის მეუფე იაკობი, მეუფე დიმიტრი, მეუფე თეოდორე. ასევე, მამა დავით ჭინჭარაული და მამა მიქაელ ბოტკოველი. 

სახელმწიფო ბრალდებამ უკვე დაკითხა საქმის მთავარი მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, ექსპერტები, რომლებმაც დეკანოზის ბინიდან ამოღებულ იარაღს ექსპერტიზა ჩაუტარეს და გამომძიებლები, რომლებიც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე