შს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლება აფგან მუხტარლის საქმეს უკავშირდება

საქართველო, თბილისი - 18:00 | 20.07.2017
ნანახია: 1230

შს მინისტრის პირველი მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეს უკავშირდება, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ავრცელებს. ოფიციალური განცხადება ამირანაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიმდინარე წლის 9 ივნისს გაკეთდა. 

როგორც მაშინ ოფიციალურად ითქვა, ბესიკ ამირანაშვილი, რომელიც კრიმინალური პოლიციის კურატორის პოზიციას იკავებდა, კადრების განკარგულებაში გადავიდა.

გიორგი მღებრიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ კრიმინალური პოლიციის კურატორობას თავად შეითავსებდა. შს მინისტრს ამირანაშვილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების სხვა მიზეზზე მაშინ არ უსაუბრია. 

ამასთან, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, ორმა მაღალჩინოსანმა თანამდებობა დღეს დატოვა. 

მინისტრის თქმით, გამოძიების დასრულებამდე, თანამდებობები დატოვეს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით ნიკოლეიშვილმა და სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოთარ კუპრაშვილმა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე