ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლომ დამნაშავედ სცნო

საქართველო, თბილისი - 16:34 | 20.07.2017
ნანახია: 1067

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

სასამართლომ დაადგინა, რომ კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი ჯაშუშობის ბრალის აღიარების მიზნით ფოტორეპორტიორებზე ზეწოლას ახორციელებდა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილ დირექტორ ალექსანდრე მუხაძეს კი სასჯელის სახით 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე