67 წლის სტივ უანდერი მესამედ დაქორწინდა

საქართველო, თბილისი - 13:43 | 20.07.2017
ნანახია: 1255

სტივ უანდერი თავის საყვარელ ქალზე ტომიკა რობინ ბრეისიზე დაქორწინდა. ცერემონია გასულ უქმეებზე ლოს-ანჯელესში Hotel Bel-Air-ში გაიმართა.

67 წლის მომღერლისა და მისი 42 წლის რჩეულის ქორწილში იმღერეს ჯონ ლეჯენდმა, ფარელ უილიამსმა და აშერმა. სცენაზე უანდერიც გამოვიდა, რათა თავისი საცოლესთვის სერენადა ემღერა.

ტომიკასთვის ეს პირველი ქორწინებაა, უანდერისთვის კი მესამე. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ - 2 წლის ქალიშვილი და 3 წლის ვაჟი. მომღერალს ხუთი სხვადასხვა ქალისგან კიდევ შვიდი შვილი ჰყავს. მათგან უფროსი- ქალიშვილი 42 წლისაა, უმცროსი - ბიჭი კი 12-ის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე