პრინცი ჰარი შესაძლოა ყველასგან მალულად დაქორწინდეს

საქართველო, თბილისი - 17:40 | 19.07.2017
ნანახია: 1261

32 წლის პრინც ჰარისა და 35 წლის მსახიობ მეგან მარკლის სიყვარული უკვე სამი წელია გრძელდება. გოგონა დღემდე კანადაში ცხოვრობს, სადაც სერიალ „ფოსრ-მაჟორში“ მონაწილეობს, პრინცი ჰარი კი ბრიტანეთშია. ისინი ერთმანეთს პირველივე შესაძლებლობისას ხვდებიან.

იმის მიუხედავად, რომ შეყვარებულები საზოგადოებაში ოფიციალური წყვილის სტატუსით არ ჩნდებიან,  ყველასთვის ცნობილია, რომ ქორწილისთვის ემზადებიან.

Us Weekly -ის ინფორმაციით, პრინცს დაქორწინება ყველასგან მალულად და მოშორებით სურს.

ჰარი ბრიტანეთის ტახტის პრეტენდენტთა შორის რიგით მეხუთეა, მაგრამ ის უბრალო, უცნობი ადამიანის ცხოვრებაზე ოცნებობს. მას რომანტიკული ნიშნობის გამართვა სურს. წყაროს ინფორმაციით, მან თავის რჩეულს ხელი შესაძლოა შემოდგომაზე სთხოვოს.

ეს მისთვის პირველი ქორწინება იქნება, მეგან მარკლი კი გათხოვილი უკვე იყო. 2011 წელს ის ცოლად გაყვა ტრევორ ენგელსონს და სამი წლის შემდეგ გაშორდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე