ორლანდო ბლუმი ხატია ბუნიათიშვილს ხვდება (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 11:00 | 19.07.2017
ნანახია: 3453

ქეთი პერისთან განშორების შემდეგ ჰოლივუდის მსახიობი ორლანდო ბლუმი მარტოობას არ განიცდის. თითქმის ყოველ თვეს პაპარაცები მსახიობს ლამაზ გოგონებთან ერთად აფიქსირებენ. თუმცა თავად ის ვინმესთან რომანის შესახებ არ საუბრობს.

ამ დღეებში პაპარაცებმა ფოტოკამერებზე ბლუმი პარიზში შავგვრემან ლამაზმანთან, ქართველ პიანისტთან ხატია ბუნიათიშვილთან ერთად აღბეჭდეს. ფოტოების მიხედვით, წყვილს ერთმანეთთან თბილი ურთიერთობა აქვს. ვარსკვლავები ხელიხელჩაკიდებულები სეირნობენ. პერიოდულად კი ხატია მსახიობს კისერზე ეფერება და ეხუტება.

პაპარაცების დანახვისას ორლანდომ და ხატიამ სწრაფად გააჩერეს ტაქსი და დაუდგენელი მიმართულებით მიიმალნენ.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე