„ევროვიზიაზე“ გაშიშვლებულმა პრანკერმა ჯამალას ბოდიში მოუხადა

საქართველო, თბილისი - 16:00 | 18.07.2017
ნანახია: 1335

პრანკერმა ვიტალი სერდიუკმა მომღერალ ჯამალას და ყველას, ვინც მისმა საქციელმა გაანაწყენა ბოდიში მოუხადა. შეგახსნებთ, რომ უკრაინაში  „ევროვიზია 2017“-ის  ფინალში ახლაგაზრდა მამაკაცი მომღერლის გამოსვლის დროს სცენაზე ავიდა და შარვალი ჩაიხადა.

მისი თქმით, ვინმესთვის ზიანის მიყენება არ სურდა და თავის საცქიელში სამარცხვინოს ვერაფერს ხედავს. თუმც მან მაინც ბოდიში მოუხადა მათ, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

28 წლის პრანკერი ხულიგნობაში დაადანაშაულეს. პროკურორი მისთვის საზოგადოებრივი შრომის დაკისრებას ითხოვდა. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოიტანოს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე