თათია დოლიძე შსს-ს ქალაქის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება

საქართველო, თბილისი - 18:24 | 17.07.2017
ნანახია: 1371

გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი თათია დოლიძე შსს-ს ქალაქის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. მის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით თათია დოლიძეს საგამოძიებო უწყებისთვის თავად არ მიუმართავს.

გუშინ, ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორები გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს Fb-სტატუსის გამო ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრნენ.  მოგვიანებით, მათ Facebook-ის პოსტი და კომენტარები წაშალეს და განაცხადეს, რომ ყალბი გვერდების მეშვეობით სხვები იმუქრებოდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე