თბილისში, 19 წლის გოგონა ყელგამოჭრილი იპოვეს - რა მოხდა უზნაძის ქუჩაზე

საქართველო, თბილისი - 16:32 | 17.07.2017
ნანახია: 4357

თბილისში, უზნაძის ქუჩის ნომერ 117-ში 19 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. 

მეზობლების ინფორმაციით, 19 წლის გოგო დეიდის სახლში ცხოვრობდა. მათი თქმით, დილით ოჯახის წევრები გოგონას ვერ დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც, ის მოკლული ნახეს. 

ამ ეტაპზე უცნობია მკვლელობის სხვა დეტალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე