შსს: თათია დოლიძის მიმართ სავარაუდო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:28 | 17.07.2017
ნანახია: 1066

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შსს-ს მიერ გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლითაა დაწყებული.

გუშინ, ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორები გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს Fb-სტატუსის გამო ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრნენ.  მოგვიანებით, მათ Facebook-ის პოსტი და კომენტარები წაშალეს და განაცხადეს, რომ ყალბი გვერდების მეშვეობით სხვები იმუქრებოდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე