დაკავებულ ოთარ აბესაძის საქმეში ჟურნალისტი ლევან კვარაცხელია (რობერტო მავანი) ფიგურირებს?

საქართველო, თბილისი - 13:47 | 17.07.2017
ნანახია: 2828

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერიის ყოფილი თანამშრომლის, დაკავებულ ოთარ აბესაძის საქმეში ტელეკომპანია ,,იმედის” ჟურნალისტი, ლევან კვარაცხელია, იგივე რობერტო მავანი ფიგურირებს.

,,ზვიად ჩიხლაძეს ოთარ აბესაძის ნომერი გავუგე. სხვა არაფერ შუაში ვარ. სხვა ფორმით ამ საქმესთან არანაირი კავშირი მქონია. ჩემს ადგილზე ნებისმიერი ვინმე შეიძლებოდა ყოფილიყო, ვინც ოთარ აბესაძეს იცნობდა და მისი ნომერი იცოდა. მოხდა ისე, რომ ამ სიტუაციაში მე აღმოვჩნდი. ზვიადი ჩემი მეგობრის მეგობარი იყო, ახლა აღარ არის,” - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბრისას ლევან კვარაცხელიამ.     

,,ჯი-ეიჩ-ენმა” აღნიშნული ინფორმაცია ოთარ აბესაძის ადვოკატთან, ლილი გელაშვილთანაც გადაამოწმა.  

,,ამ ფაქტს ვერც დაგიდასტურებთ, ვერც უარვყოფ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის მასალებში არსებული სახელის და გვარის გარდა, ვგულისხმობ იმ პიროვნებას, ვინც განცხადება დაწერა და ვინც ჩანაწერები აწარმოა, სხვას ვერავის დაგისახელებთ ,” - განაცხადა გელაშვილმა.

წყარო: ჯი-ეიჩ-ენი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე