ასე გესმით ,,ქართველობა'' ,,ქართველო ვაჟკაცებო"?! - პრემიერის ყოფილი თანაშემწე „ქართული მარშის“ აქციას ეხმაურება

საქართველო, თბილისი - 12:10 | 17.07.2017
ნანახია: 2868

კრიტიკული სტატუსის გამო, გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩის თათია დოლიძის მისამართით „ქართული მარშის“ ორგანიზატორებმა გაუპატიურების მუქარის შემცველი შინაარსის სტატუსები დაწერეს, აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოფილი თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე. 

„2 დღის განმავლობაში მოწყვეტილი ვიყავი ახალ ამბებს და მხოლოდ ახლა შევიტყვე ბევრი რამ, მათ შორის იმ "განცხადებების" (სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაში არ შევიჭრები, თუმცა რაც მე ვნახე მინიმუმ შეიცავდა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, რომელსაც ადრესატის ადგილას მე რეალურად აღვიქვამდი და საფუძვლიანი შიშიც გამიჩნდებოდა) შესახებ, რომლებიც თათია დოლიძის მიმართ კეთდებოდა.

ბევრს არ დავწერ, მაგრამ 2 კითხვას დავსვამ :

1. ასე გესმით "ქართველობა" "ქართველო ვაჟკაცებო" ?!

2. თქვენთვის მიუღებელი აზრის მოსმენისას, ინტელექტუალური პაექრობის გამართვის ნაცვლად, სასქესო ორგანოზე მთელი დატვირთვის გადატანა, ხომ არ ფიქრობთ რომ სულ მინიმუმ სწორედ ინტელექტის ნაკლებობაზე და არასრულფასოვნების კომლექსებზე მიუთითებს ?!

დიხ ძალა ერთობაშია! , მაგრამ ამ სიტყვებს ცოტა სიღრმისეული ანალიზი ჭირდება და სათანადო გამოყენებაც. ამ ძალამ (ერთობამ , სოლიდარობამ) უნდა გაგვაერთიანოს ათასი ბოროტების (დანაშაული) წინააღმდეგ და სტრატეგიულად გამოგვაყენებინოს ტვინი და არა პირიქით! ძალის დემონსტრირება ან მისი გამოყენება დანაშაულის ჩადენისთვის არ უნდა მოხდეს ! ერთობა ვერ გადაითარგმნება კოლექტიურ ძალადობად, ეს ერთობა არ არის! ეს ჯგუფური დანაშაულის დაგეგმვაა!

პ.ს ჟურნალისტებს ვთხოვ კომენტარისთვის ნუ შემეხმიანებით. ჩემი სათქმელი საკმარისად ვთქვი (დიდი მადლობა ! ),“- წერს სოფო ჯაფარიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე