მუსტაფა ემრე ჩაბუქს მისი მეუღლე, 26 ივლისს გლდანის ციხეში მოინახულებს

საქართველო, თბილისი - 14:12 | 16.07.2017
ნანახია: 1234

დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს მისი მეუღლე, თუბა ჩაბუქი, 26 ივლისს გლდანის ციხეში შეხვდება. ამ ინფორმაციას მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი ადასტურებს. 

ცოტა ხნის წინ კი ჩაბუქი საპატიმროში ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა მოინახულა და ასევე, დემირელის კოლეჯში მის ოჯახსაც შეხვდა.

ევროპარლამენტარის განცხადებით, ციხეში არსებული მდოგმარეობით და დემირელის კოლეჯის დირექტორთან მოპყრობით კმაყოფილია.

მისი განცხადებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქთან შეხვედრის დროს, პრიორიტეტს მის ოჯახზე საუბარი წარმოადგენდა.

ევროპარლამენტარისთვის მნიშვნელოვანია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მის ოჯახს თავშესაფარი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში ან საქართველოში ჰქონდეთ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე