ე.წ. მესაზღვრეებმა კიდევ ერთი მწყემსი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:22 | 16.07.2017
ნანახია: 1120

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ავლევის მკვიდრი 62 წლის მწყემსი ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. 

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, სოფელ ავლევში მცხოვრები მამაკაცის დაკავებასთან დაკავშირებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

პარალელურად, შესაბამისი მოქმედებები ხორციელდება კიდევ 2 მოქალაქის გასათავისუფლებლად.

გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს ორი მოქალაქე ოკუპანტებმა გუშინ გაიტაცეს.

ვასილ ბოლოთაევი და თენგიზ კაჯილოვი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი სოფლის მიმდებარე საძოვრებზე პირუტყვს მწყემსავდნენ.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე