,,ახლა ეს ლუზერი რ2ის ჟურნალისტებს ასწავლის ნიუსი როგორ აკეთონ'' - გვარამია ჩერგოლეიშვილს დაუპირსირდა

საქართველო, თბილისი - 19:20 | 14.07.2017
ნანახია: 1321

ტელეკომპანია ,,რუსთავი 2''-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში, ტელეკომპანია ,,ტაბულას'' დირექტორზე, თამარ შერგოლეიშვილზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთვაზობთ:

,,ამ ისტერიულ ქალს უნდა შევუთანხმო ეტყობა, რა მიყვარს და რას ვყიდულობ. ყველას შევახსენებ, იმ პარტიის ჩათვლით, რომლის დედა დედოფალიცაა, რომ ,,ტვ ტაბულას'' დირექტორი იყო, გაატყავა კახა ბენდუქიძე და არა მარტო ის, ათი ათასი ქონდა ხელფასი და 1%-იანი რეიტინგი ვერ დადო და ბოლოს დახურა ეს წარუმატებელი პროექტი. მისი ყველა ჟურნალისტი (მოქმედი) ოფიციალური პარტმუშაკია (საწყენია, ძალიან ნიჭიერებიც არიან მათ შორის), ტაბულა - მემარჯვენე ასავალ-დასავალი გახდა და თვითონ - მარშალპრესის ვარსკვლავი. და ახლა ეს ლუზერი და თვითგამოცხადებული ჟურნალისტი ასწავლის რ2ის უმაღლესი კლასის ჟურნალისტებს და პროდიუსერებს, ბალანსი როგორ დაიცვან და ნიუსი როგორ აკეთონ'', - წერს ნიკა გვარამია, რომელმაც ,,ფეისბუკის'' საკუთარ გვერდზე ე.წ. სქრინებიც განათავსა.

Nika Gvaramia-(ი)ს ფოტო. Nika Gvaramia-(ი)ს ფოტო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე