ფერმაში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს - რა მოხდა სოფელ გამარჯვებასთან

საქართველო, თბილისი - 18:41 | 14.07.2017
ნანახია: 1146

დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვებასთან, ფერმაში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მომხდარში ეჭვმიტანილი ჩვილის დედაა, რომელიც ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში იკითხება. 

ამ დრომდე უცნობია, ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა თუ დაბადების შემდეგ გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე