ვიტყვი მხოლოდ სიმართლეს" - ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე იაკობი იკითხება

საქართველო, თბილისი - 17:20 | 14.07.2017
ნანახია: 1122

ე.წ. ციანიდის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მეუფე იაკობის დაკითხვა მიმდინარეობს. სასამართლოს შენობაში შესვლამდე მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ იტყვის მხოლოდ სიმართლეს.

დღეს საქალაქო სასამართლოში პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილიც დაკითხეს. თეთრუაშვილმა დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

დეკანოზის ადვოკატის თქმით, სასამართლო სხდომაზე მდივან-რეფერენტის პასუხებიდან გამომდინარე, მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობა არ დასტურდება.

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილის დაკითხვამ ცხადი გახადა, რომ მამა გიორგი მამალაძე გამოძიებას და სასამართლოს ატყუებდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე