სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 14.07.2017
ნანახია: 1039

საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, მეტსახელად "ბახალა" 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

მანამდე, საქმის არსებით განხილვაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი სამართალდამცველებმა 5 თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" პუნქტით, ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით შემცველობის დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისათვის დააკავეს.

ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს.

მსახიობს სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ, ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა შენახვისთვის ემუქრება.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე