შორენა თეთრუაშვილმა საქალაქო სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა

საქართველო, თბილისი - 14:48 | 14.07.2017
ნანახია: 1247

საქალაქო სასამართლოში ე.წ ციანიდს საქმეზე პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი დახურულ სხდომაზე დაიკითხა.

თეთრუაშვილმა საქალაქო სასამართლო უკვე დატოვა, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

მხარეები ვარაუდობენ, რომ მტკიცებულებების სრულად გამოკვლევა და საქმის არსებითი განხილვა ოქტომბერში დასრულდება.

ივლისში კი პროცესები ყოველი კვირის სამშაბათ და პარასკევ დღეს გაიმართება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე