საქართველოს პირველი ლედი "ქუთაისის ქალთა კლუბის მეგობარი" გახდა

საქართველო, თბილისი - 14:15 | 14.07.2017
ნანახია: 1043

საქართველოს პირველი ლედი "ქუთაისის ქალთა კლუბის მეგობარი" გახდა.  აღნიშნული სტატუსი მაკა ჩიჩუას ქუთაისის ქალთა კლუბმა 10 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მიანიჭა,  რომელიც  ქუთაისში გაიმართა.

„ქუთაისის ქალთა კლუბი“ ასოციაციის "ქალები რეგიონის განვითარებისთვის" პროექტის ფარგლებში საქმიანობს და აქტიურ ქალებს აერთიანებს, რომლებიც საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, კულტურულ და სოციალურ პროექტებს ახორციელებენ.

საქმიანობის მთავარი მიზანი კი,  ქალების როლის გაზრდა, მათ შორის შშმ პირების გააქტიურება და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვაა.

მაკა ჩიჩუამ შეკრებილ საზოგადოებას, კლუბის დამფუძნებლებს და წევრებს სიტყვით მიმართა,  ქალთა კლუბის მნიშვნელობაზე და ქვეყნის განვითარების მიმართულებით მათი საქმიანობის გაძლიერების  საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრას სამოქალაქო სექტორის წევრებთან ერთად მწერალი დავით ტურაშვილიც ესწრებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე