დააბრმავეს თავში ცემით, მოტეხეს ხელ-ფეხი, აუპატიურებდნენ ჯგუფურად - საზარელი შემთხვევა წნორში
საქართველო, თბილისი - 12:15 | 14.07.2017 ნანახია: 1721უფლებადამცველი ბაია პატარაია თავის ,,ფეისბუქ" გვერდზე წნორში მომხდარი უმძიმესი შემთხვევის შესახებ წერს.
"ერთი მძიმე ამბავი უნდა მოგიყვეთ: ავარიელების ერთ-ერთ სოფელში რომ მივედი, გავიგე, ქალი ჰყავთ, რომელიც წლები სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი იყოო და მოგიყვანთო, თუ დაინტერესდებითო.
საინფორმაციო შეხვედრის შუაში ფანჯრიდან ვხედავ ორი ახალგაზრდა ქალი მხრებში ამსოდგომია ერთ 60 წლის ქალს და ნელა და გაჭირვებით მოჰყავთ. ქალს მკაფიოდ ეტყობოდა მარჯვენა ფეხისა და ხელის დეფორმაცია - მოტეხილობა რომ არასწორად შეხორცდება, ისე. ვერ ხედავსო მითხრეს და დივანზე ჩამოსვეს. მალე გავიგე, რომ ეს ქალი ვერც მეტყველებს. დაიწყეს მისი ამბის მოყოლა მისმა ახალგაზრდა მეურვეებმა: ეს ქალი 25 წლის წინ დედაჩვენის მეგობარი იყოო, ვერასოდეს ლაპარაკობდა, მაგრამ ხედავდაო. მერე სადღაც გაქრაო, დავკარგეთ კონტაქტიო. ამასობაში დედაჩვენიც გარდაიცვალაო. ერთი წლის წინ ტელევიზიით შევიტყვეთ, რომ მძიმე ძალადობის მსხვერპლი გამხდარიყო და უპატრონოდ იყოო. ჩავედით და წამოვიყვანეთო. მოქალაქეობის მიღებაში და პენსიის დანიშვნაში მაინც თუ წაგვეხმარებით, მადლობელი დაგრჩებითო. პოლიციის იმედი არა გვაქვსო. ადრე იყო ესა მისული, მაგრამ ვერ გაიგეს ამის მუნჯური, ბოზად და გიჟად მიიჩნიეს, დასცინეს და გამოუშვესო.
მიუხედავად იმისა, რომ არც მე ვიცი ნიშნების ენა და არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ამ ქალმა იცის კარგად, მაინც მოახერხა - მთელი სხეულით, გამომეტყველებით და ბგერების გამოცემით გაეგებინებინა ჩემთვის, როგორ ურტყამდნენ თავში და დააბრმავეს თავში ცემით, როგორ მოტეხეს ხელ-ფეხი, როგორ აუპატიურებდნენ ჯგუფურად და სისტემატურად, როგორ არ აძლევდნენ ფულს, როგორ ართმევდნენ შვილებს, რომ 10 შვილი ჰყავს გაჩენილი, როგორ გაუყიდეს და წაართვეს ის ბავშვები...
იცით სად ხდებოდა ეს ყველაფერი? წნორში... ამ ქალის მდგომარეობა არ შეიძლება არ სცოდნოდათ იქ, მინიმუმ იმ კაცებს, რომლებიც ამ ქალს აუპატიურებდნენ და მათი რიცხვი 3 და 4 არ არის...
მეთქი პოლიციამ თუ იცის? პოლიციამ კი არა მთელმა ქვეყანამ გავიგეთო, ჩვენ გავიგეთ ყვარელში, მაგრამ არაფერიო...
ვიჯექი გუშინ და ვფიქრობდი რა მექნა. ჯერ შინაგან სამინისტროში დავრეკე, მერე ტრეფიკინგის მსხერპლთა დაცვის ფონდს დავუკავშირდით, ომბუდსმენის წარმომადგენელი ისედაც გვახლდა თან და ეგრევე ჩაერთო.
დღეს მობილური ჯგუფი ჩავიდა, ნახეს, ჩაიწერეს ყველაფერი, ხვალ სხდომა გვექნებაო, მსხვერპლის სტატუს რომ მივანიჭებთ, ყველა მომსახურებას გავუწევთ და მოქალაქეობის მიღებაშიც დავეხმარებითო.
პოლიციას ადრე კი აღუძრია საქმე, მაგრამ არა ტრეფიკინგის მუხლითო... მე გულით მინდა რომ ყველა დასაჯონ, ვინც ამ ქალს აუპატიურებდა, სცემდა, შვილებს ართმევდა და უყიდდა. სულ რომ ნახევარი წნორი გახდეს დასაჭერი - დაე!
რა არ მინახავს, მაგრამ დოგვილს თუ რეალურ ცხოვრებაში ვნახავდი, აღარ მეგონა...
პ.ს. ამ ქალს ახლს ყურადღება არ აკლია ავარიელი ქალებისაგან, მისი ახალგაზრდობის დაქალის შვილებისაგან. ნანა ექიმმა დღეს ტანსაცმელი გაუგზავნა. ვფიქრობ, არც ფონდიდან მოაკლებენ ყურადღებას, იმედია სიბერე მაინც ექნება მშვიდი...
პ.პ.ს. ზოგიერთი შვილის ვინაობა და ადგილსამყოფელიც ვიცითო ქალებმა, მაგრამ დნმ-ის ფული და დავა ჩვენ არ შეგვიძლიაო. თუ პოლიციამ ინამუსა, ბავშვებიც უნდა ვიპოვნოთ, ნაწილი მაინც, ზოგი იქვე ჰყავთ - წნორში", - წერს თავის „ფერისბუქ“ გვერდზე პატარაია.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა