ალაზნის სარწყავ არხში მამა-შვილი დაიხრჩო

საქართველო, თბილისი - 12:10 | 14.07.2017
ნანახია: 1166

გურჯაანში, ალაზნის სარწყავ არხში მამა-შვილი დაიხრჩო.

მამაკაცი 57 წლის, ხოლო ბავშვი 6 წლის იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მამა შვილთან ერთად ბანაობდა, რა დროსაც ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.

6 წლის ბიჭის ცხედარი სამაშველო სამასახურმა დღეს გამთენიისას სოფელ ვეჯინთან სარწყავ არხში იპოვა. მამის საძიებო სამუშაოები კი, ამ დრომდე გრძელდება. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე