"ქართული საქართველოსთვის" - დღეს "ქართველთა მარში" გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:07 | 14.07.2017
ნანახია: 991

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დღეს „ქართველთა მარში“ გაიმართება.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, აქცია-მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, #24-ე სკოლისა და რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 20:00 საათზე დაიწყება და მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება.

“გადაწყდა!!! ყველას!!! ყველას!!! ყველას!!! ვისაც სამშობლოსთვის გული გიძგერთ!!! ან ჩვენ ან ისინი!!! 14 ივლისს 20 საათზე აღმაშენებლის გამზირზე 24-ე სკოლიდან იწყება ქართველთა მარში!!! 14 ივლისამდე ულტიმატუმი, რომ ყველა არალეგალმა უცხოელმა(ირანელები,არაბები,აფრიკელები და ა.შ.)დატოვოს საქართველოს ტერიტორია!!! ეს არის ჩვენი პასუხი იმაზე,რომ 51 წლის ირანელმა ქართველი ბავშვები (ბიჭები)გააუპატიურა!!! ჩვენ გავწმენდთ ჩვენს ქუჩებს უცხოელი კრიმინალებისგან!!!ქართული საქართველოსთვის”- წერენ ორგანიზატორები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე