ბიონსემ ტყუპების პირველი ფოტო გამოაქვეყნა

საქართველო, თბილისი - 11:18 | 14.07.2017
ნანახია: 1156

ამერიკელმა მომღერალმა ბიონსემ Instagram-ზე თავისი ტყუპების პირველი ფოტო გამოაქვეყნა.

 „სერა კარტერსა და რუმის დღეს ერთი თვე უსრულდებათ“, - ნათქვამია პოტსის ქვეშ განთავსებულ ჩანაწერში. ამ ფორმით მომღერალმა ტყუპების სახელები გაახმაურა.

ფოტოზე ბიონსეს ბავშვები ხელში უჭირავს და ყვავილებით არის მორთული.

ბიონსემ ტყუპები 18 ივნისს გააჩინა. ის რომ მომღერლი ტყუპებს ელოდებოდა, თებერვალში გახდა ცნობილი.

ბიონსე ნოულზ-კარტერი და ჯეიზი (ნამდვილი სახელია შონ კარტერი) ნიუ-იორკში 2008 წლის აპრილში დაქორწინდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე