ქობულეთში ფეკალური მასები ზღვაში აღარ მოხვდება

საქართველო, თბილისი - 15:10 | 13.07.2017
ნანახია: 2004

ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შევიდა. ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

ობიექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ლევან სუხიტაშვილმა დაათვალიერა.

ფონდის ცნობით, ახალი გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, ფეკალური მასები ზღვაში აღარ მოხვდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სანიტარულ მდგომარეობას სანაპირო ზოლზე, ასევე შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და ხელს შეუშლის სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელებას.

პროექტის საერთო ღირებულება 5 800 000 ლარზე მეტია და იგი  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. ტექნიკური აღჭურვილობა კი  მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჰოლანდიის მთავრობის გრანტით შეიძინა.

ფონდის ცნობით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2020 წლამდე ბიოლოგიურად გამწმენდი 27 ნაგებობის მშენებლობას გეგმავს.

გამწმენდი ნაგებობა ქობულეთში




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე