საშიში ტკბილეულის ხუთეული, რომელიც კიბოს იწვევს

საქართველო, თბილისი - 13:44 | 13.07.2017
ნანახია: 1813

სპეციალისტებმა კიბოს გამომწვევი პროდუქტების ხუთეული დაასახელეს. ჩამონათვალში შესულია გაზიანი სასმელები, მარმელადი, ნამცხვარი შეფუთვაში, ჩიფსები და M&Ms-ი. ამის შესახებ  Rueconomics-ი წერს.

ექიმები აღნიშნავენ, რომ გაზიანი სასმელი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქრის შემცვლელს და ორგანიზმს დიდ ზიანს აყენებს.

მარმელადის შემადგენლობაში აღმოაჩინეს ნავთობისგან მიღებული ერითროზინი, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის სისმივნეს იწვევს.

სპეციალისტების თქმით, აბსოლუტურად ყველა ნამცხვარი, რომელიც შეფუთვაშია, შეიცავს დიდი რაოდენობით სიმინდის სიროფს, რომელიც ნავთობისგან  მიღებული ფრუკტოზასა და  და ქიმიკატ TBHQ-ის მაღალი შემცველობით გამოირჩევა. ამ პროდუქტის მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა, პარალიზება და ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები.

ჩიფსები ორგანიზმისთვის საშიშია იმით, რომ ის შეიცავს ნავთობისგან მიღებულ ხელოვნურ საღებავს Yellow 6-ს, რომელიც ნედლეულის არომატიზატორის ფუნქციას ასრულოებს.

M&Ms-ის შემადგენლობაშიც ასევე შედის დიდი რაოდენობით ქიმიკატი, რამაც შესაძლოა ტვინში ავთვისებიანი სიმსივნის პროვოცირება მოახდინოს და დააზიანოს დნმ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე