„შერატონ მეტეხი პალასის“ სარდაფში ხანძარი გაჩნდა - დაშავდა 3 მუშა

საქართველო, თბილისი - 12:44 | 12.07.2017
ნანახია: 1497

სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასის” სარდაფში ხანძარი გაჩნდა. გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მუშა დაშავდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობთ, ცეცხლი სარდაფში მდებარე თბოიზოლაციის სისტემას გაუჩნდა. ადგილზე მისული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, რომლებმაც სამსახურის ინფორმაციით, დროული რეაგირების შედეგად მოახდინეს ცეცხლის ლიკვიდაცია.

არსებული ინფორმაციით, თბოიზოლაციის სისტემაში გაჩენილმა ცეცხლმა გამოიწვია ძლიერი დაკვამლიანება და სწორედ კვამლის ჩასუნთქვის შედეგად დაშავდა 3 მუშა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დაშავებულ მუშებს დამწვრობა არ აღენიშნებათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე